ნოემბერში, ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაყიდვები შემცირდა და ამ პერიოდის განმავლობაში სულ 993 ბინა გაიყიდა.
RECOV.GE-ზე გამოქვეყნებული განახლებული მიმოხილვის მიხედვით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 41%-ით, ბაზრის ზომა კი 43%-ით, 43 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
„2023 წლის ნოემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვით, 11-თვიან პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წელს, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში…
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, მარტში დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით, ანუ 468 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 58.47 მილიარდ ლარს მიაღწია. 2024…
იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ…